საქმეში ,,კიოკსალი ნიდერლანდების წინააღმდეგ’’ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (I სექცია) შეიკრიბა პალატის სახით, შემდეგ მოსამართლეთა შემადგენლობით:
ქ-ნი ე. პალმი, თავმჯდომარე,
ქ-ნი ვ. ტომასენი,
ბ-ნი გაუკურ იორუნდსონი,
ბ-ნი რ. ტიურმენი,
ბ-ნო კ. ბირსანი,
ბ-ნი ჯ. კასადევალი,
ბ-ნო რ. მარუსტე, მოსამართლეები
და ბ-ნი მ. ო’ბოილი, სექციის რეგისტრატორი,
იმსჯელა რა განმარტოებით 2001 წლის 13 მარტს,
სასამართლოს გამოაქვს წინამდებარე განაჩენი, რომელიც მიღებულ იქნა მითითებულ დროს:
პროცედურა:
- საქმეს საფუძვლად დაედო განაცხადი (no.31725/96) , რომელიც წარმოდგენილ იქნა ნიდერლანდების სამეფოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიაში (‘‘კომისია’’) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის (‘‘კონვენცია’’) 25-ე მუხლის შესაბამისად თურქეთის ორი მოქალაქის, ბატონი სალიჰ კიოკსალისა და ბატონი ერკან კიოკსალის მიერ (‘‘განმცხადებლები’’) თავიანთი მამის, განსვენებული ბატონი ჰუსეინ კიოკსალის სახელით 1995 წლის 25 ოქტომბერს.
- განმცხადებლებს წარმოადგენდა ბატონი ა. ვალიერესი, კვებეკის (კანადა) საადვოკატო ასოციაციის იურისტი, და ბატონი ი. კორკმაზი, პრაქტიკოსი იურისტი სამსუნში (თურქეთი). პალატის პრეზიდენტმა დაამტკიცა ბატონი ვალიერესი განმცხადებლების წარმომადგენლად (სასამართლოს რეგლამენტის 36(4) მუხლი). ნიდერლანდების მთავრობას (‘‘მთავრობა’’) წარმოადგენდა მათი აგენტი, ბატონი რ. ბოკერი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.
- განმცხადებლები დაობდნენ, რომ ბატონი ჰუსეინ კიოკსალი გარდაიცვალა წამების შედეგად, რომელიც, როგორც ამტკიცებდნენ ჩადენილი იყო პოლიციის ოფიცრების მიერ, რომ პოლიციის ოფიცრების მიერ გამოვლენილმა უყურადღებობამ გამოიწვია სამედიცინო მკურნალობის დაგვიანება, და რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ისინი დაეყრდნენ, inter alia, კონვენციის მე2 და მე3 მუხლებს.
- მას შემდეგ, რაც კომისიამ გადასცა განაცხადი მთავრობას, ეს საქმე გადაცემულ იქნა სასამართლოსთვის 1998 წლის 1 ნოემბერს კონვენციის მე-11 პროტოკოლის მე-5(2) მუხლის შესაბამისად. სასამართლომ მიიღო მხარეთა წერილობითი არგუმენტები, სტრასბურგში 2000 წლის 19 სექტემბერს ჩატარებულ ზეპირ მოსმენაზე კი - სიტყვიერი არგუმენტები (შუამდგომლობები). უფრო მეტიც, მესამე მხარის კომენტარები მიღებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან, რომელსაც ჰქონდა უფლება ჩართულიყო და მონაწილეობა მიეღო ზეპირ მოსმენაში (კონვენციის 36(1) მუხლი და რეგლამენტის 61(2) მუხლი). 2000 წლის 19 სექტემბერს, სასამართლომ კონვენციის მე2 და მე3 მუხლების შესაბამისად დასაშვებად ცნო სარჩელები. განმცხადებლების მომდევნო სარჩელები არ იქნა დაშვებულად ცნობილი.
- 2001 წლის 18 იანვარს, მიმოწერის გაცვლის შემდგომ, რეგისტრატორმა მხარეებს შესთავაზა შეხვედრა, რათა განეხილათ შესაძლებლობები მეგობრული შეთანხმების მიღწევისათვის კონვენციის 38(1b)-ე მუხლის შესაბამისად. შეხვედრას, რომელიც ჩატარდა ჰააგაში 2001 წლის 9 თებერვალს, ესწრებოდა რეგისტრატორი, რომელსაც ეხმარებოდა ბატონი ა. ვან სტეინი, და მხარეები. ამ შეხვედრის განმავლობაში მეგობრული შეთანხმების პირობებზე მიღწეულ იქნა შეთანხმება და ფორმალური დეკლარაციები ხელმოწერილ იქნა მთავრობის აგენტისა და ბატონი ვალიერესის მიერ, რომელიც წარმოადგენდა განმცხადებლებს.
ფაქტები
- ვენლოში (ნიდერლანდები), 1993 წლის 7 იანვარს 2:42 საათზე პოლიციას აცნობეს, რომ საავტომობილო მანქანა შეეჯახა ბოძს და მძღოლი სავარაუდოდ იყო ნასვამი. დადგინდა, რომ მანქანა დარეგისტრირებული იყო ვენლოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქე ალი კიოკსალის სახელზე, რომელიც კარგად იყო ცნობილი ადგილობრივი პოლიციისთვის. პოლიციის ორი ოფიცერი მივიდა შემთხვევის ადგილას, სადაც აღმოაჩინა, რომ ავტომანქანის მძღოლი ეყრდნობოდა 3 კაცს, რომელთა შორის ერთერთმა დაადასტურა, რომ ეს კაცი იყო კიოკსალი. კიოკსალი დააკავეს და ძალით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. სადაო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ დაკავების დროს პოლიცია მას უხეშად მოექცა, და რომ გარკვეულ მომენტში კიოკსალის თავი შეეხო მიწას.
- ვენლოს პოლიციის განყოფილების ყოველდღიური ჩანაწერების რვეულის მიხედვით, დაკავებული პირი ვერ იდგა ფეხზე და ვერ პასუხობდა კითხვებს, და რომ ის დააკავეს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის ეჭვის საფუძველზე, და ასდიოდა ლუდის სუნი. მისი სახელი ჩაიწერა როგორც ალი კიოკსალი, რომელიც სავარაუდოდ იყო ის პირი, ვის სახელზეც რეგისტრირებული იყო მანქანა. ალი კიოკსალი მოათავსეს საკანში. ის არ შემოწმდა ექიმის მიერ, მიუხედავად დადგენილი რეგლამენტისა - რომლის ასლიც სასამართლოს საქმის მასალებშია -, რომლის თანახმადაც ეს უნდა შესრულებულიყო. მას არ ჩაუტარდა სუნთქვის ტესტი, არ აუღიათ სისხლის ან შარდის ნიმუშები, იქ მყოფი პოლიციის ოფიცრები დაკმაყოფილდნენ აღნიშნული მამაკაცის მდგომარეობით , , რომ ის იყო ძალიან ნასვამი, როგორც ეს მათ აღნიშნეს.
- როგორც აღმოჩნდა, პოლიციის ოფიცერი დილის 7 საათამდე ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შედიოდა ალი კიოკსალის საკანში, რათა ენახა, იყო თუ არა ის ისეთ მდგომარეობაში, რომ დაეკითხათ. 7 საათის შემდეგ ამგვარი შემოწმებები ხორციელდებოდა ყოველ საათში ერთხელ. 14:20 საათზე, რადგან ალი კიოკსალის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ექიმი გამოიძახეს. იეჭვა რა ექიმმა , რომ ალი კიოკსალს შესაძლოა ჰქონოდა ტვინის შერყევა იგი გადაიყვანა ვენლოს საავადმყოფოში 15:10 საათზე.
- ამის შემდგომ აღმოჩნდა, რომ პირი, რომელიც პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს, რეალურად იყო ბატონი ჰუსეინ კიოკსალი. ბატონი ჰუსეინ კიოკსალი გარდაიცვალა საავადმყოფოში მომდევნო დღეს, 1993 წლის 8 იანვარს, 11:25 საათზე.
- სისხლისსამართლებრივი გამოძების მსვლელობისას, რომელიც დაიწყო ბატონი ჰუსეინ კიოკსალის ჰოსპიტალიზაციის შემდგომ, რამდენიმე სამედიცინო ანგარიში იქნა მოპოვებული. ვენლოს საავადმყოფოში ორმა ნევროლოგმა და ერთმა რადიოლოგმა დაადგინა, რომ ბატონ ჰუსეინ კიოკსალს სავარაუდოდ ჰქონდა ტვინის პირველადი სისხლჩაქცევა, რომლის დროსაც ქირურგიული ჩარევა შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბატონ ჰუსეინ კიოკსალს უფრო ადრე მიიყვანდნენ საავადმყოფოში, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ გაკეთებული თავდაპირველი დასკვნების მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი იყო მასიური სუბარაქნოიდული სისხლისდენა, რომელიც გამოწვეული იყო არსებული პათოლოგიური გაგანიერების (ანევრიზმის) გახეთქვით მარჯვენა ცენტრალური ტვინის არტერიისა. სისხლისდენა შეიძლება ყოფილიყო სპონტანური ან ის შეიძლებოდა გამოწვეულიყო გარეგნული ზემოქმედებით. არ უნდა გამოირიცხოს ისიც, რომ გარეგნულ ზემოქმედებას შეიძლებოდა სისხლდენა უფრო გაეძლიერებინა. სისხლის ნიმუშები, რომელიც აღებულ იქნა ჰუსეინ კოკსალის გარდაცვალებამდე, არ შეიცავდა ალკოჰოლს.
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის საბოლოო ანგარიშმა აჩვენა, რომ სავარაუდოდ ანევრიზმა გასკდა მაშინ, როცა ბატონი ჰუსეინ კიოკსალი მართავდა მანქანას. კითხვაზე, შეუნარჩუნებდა თუ არა ბატონ ჰუსეინ კიოკსალს სიცოცხლეს უფრო ადრეული სამედიცინო ჩარევა, ვერ გაეცემოდა პასუხი მხოლოდ აუტოპსიის შედეგების მიხედვით. შედეგად, ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის პროფესორებმა დაასკვნეს, რომ შეუძლებელი იყო, ტვინში სისხლჩაქცევა გამოწვეულიყო ან გაუარესებულიყო თავზე გარეგნული ძალადობით. თუმცა, ისინი შესაძლებლად მიიჩნევდნენ, რომ ამგვარ გარეგნულ ზემოქმედებას შეიძლება გაეზარდა შანსი ასეთი სისხლისდენის გაუარესებისა. შემდგომში მათ შესაძლებლად მიიჩნიეს,თუმცა ნაკლებსავარაუდოდ, რომ ბატონი ჰუსეინ კიოკსალი შეიძლება გადარჩენილიყო, რომ ჩატარებოდა სამედიცინო მკურნალობა 7 იანვარს 3 საათზე, და არა იმავე დღის 15 საათზე. ამ დასკვნების განსამტკიცებლად, ზემოთხსენებულმა ნევროლოგიის პროფესორმა გამოთქვა აზრი, რომ ანევრიზმა სავარაუდოდ იყო თანდაყოლილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისეთ პაციენტებში, რომლებიც განიცდიან მსგავს სისხლისდენას საკმაოდ მაღალი - 70 % იყო.
- დისციპლინარული პროცედურები პოლიციის ერთ-ერთი ოფიცრის წინააღმდეგ, რომელიც ჩართული იყო ბატონი ჰუსეინ კიოკსალის დაკავებაში, ცენტრალურმა სააპელაციო ტრიბუნალმა (Centrale Raad van Beroep) რომელიც ჩატარდა 1995 წლის 30 მარტს, ეს ოფიცერი დამნაშავედ ცნო მოვალეობების სერიოზულ დარღვევაში. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მოვალეობებების სერიოზული და წინასწარგანზრახული დარღვევა არ ყოფილა, ცენტრალურმა სააპელაციო ტრიბუნალმა გააუქმა ვენლოს ბურგომისტრის (Burgemeester) მიერ დაკისრებული ,,პირობითი გათავისუფლების’’ სანქცია.
- სისხლისსამართლებრივი გამოძიებისას (იხილეთ ზემოთ მე-10 პარაგრაფი), და მომდევნოდ, წინასწარი სასამართლო გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სხეულის დაზიანების მიყენების ბრალდება ერთსა და იმავე ოფიცრის წინააღმდეგ იქნა გამოტანილი. 1995 წლის 5 აპრილს, ‘s-Hertogenbosch-ს სააპელაციო სასამართლომ (Gerechtshof) თავის საბოლოო გადაწყვეტილებაში უდანაშაულოდ ცნო პოლიციის ოფიცერი.
სამართალი
- 2001 თებერვალს ჰააგაში მხარეებს შორის მეგობრული შეთანხმებისათვის მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობის აგენტმა მთავრობის სახელით გააკეთა შემდეგი განცხადება:
‘‘ მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ჰუსეინ კიოკსალის გარდაცვალების გამო. ეს დადგენილება არ შეიცავს იმის აღიარებას მთავრობის მხრიდან, რომ ნიდერლანდებმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
მთავრობა სთავაზობს, რომ ბატონ ერკან და სალი კიოკსალებს გადაუხდის 140,000 ნიდერლანდურ გულდენებს (ფულის ერთეული ნიდერლანდებში 2002 წლამდე), რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადის მეგობრული მოგვარება, დარეგისტრირებული ნომრით 31725/96. თანხის ეს რაოდენობა დაფარავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს, და ის გადაიხდება მაშინვე, როგორც კი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინებას სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის მიხედვით მიიღებს მხარე. ეს თანხა შეიცავს საბოლოო გადააწყვეტილების თანხასაც.
მთავრობა თავის თავზე იღებს, მომავალში არ მოითხოვოს და არ გააგზავნოს ეს საქმე დიდ პალატაში კონვენციის 43(1) მუხლის მიხედვით.’’
- იმავე დღეს, განმცხადებლის წარმომადგენელმა ბატონმა ვალიერესმა გააკეთა შემდგომი განცხადება განმცხადებლის სახელით:
‘‘განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ ნიდერლანდების მთავრობა მზადაა, გადაიხადოს ex gratia -ს საფუძველზე, 140,000 ნიდერლანდური გილდერები, რომელიც დაფარავს მატერიალურ და მორალურ ზიანს, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესული განაცხადის მეგობრული მოგვარება ,დარეგისტრირებული ნომრით 31725/96.
განმცხადებლები თანხმდებიან შეთავაზებას და იღებენ მთავრობის მიერ გამოხატულ მწუხარების ნოტას, , ბატონი ჰუსეინ კოკსალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ განაცხადის ფაქტებთან დაკავშირებით აღარ იქნება მომდევნო საჩივრები ნიდერლანდებთან დაკავშირებით. განმცხადებლები ადგენენ, რომ ეს შეიცავს საჩივრის მთლიანად და საბოლოოდ მოგვარებას.
განმცხადებლები თავის თავზე იღებენ, აღარ მიმართონ დიდ პალატას კონვენციის 43(1) მუხლის მიხედვით.’’
- სასამართლო იღებს შეთანხმების ნოტას, რომელიც მიღწეულ იქნა მხარეებს შორის (კონვენციის 39-ე მუხლი). სასამართლო კმაყოფილია, რომ მოგვარება დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე, რომელიც განმარტებულია კონვენციაში და მის პროტოკოლებში (კონვენციის37(1) მუხლი და სასამართლოს რეგლამენტის 62(3) მუხლი).
- შესაბამისად, საქმე ამოღებულ უნდა იქნეს სიიდან.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად წყვეტს
- ამოიღოს საქმე სიიდან
- იღებს მხარეების ნოტას, არ მოითხოვონ მათ საქმის ხელახალი მოსმენა დიდ პალატაში.
შესრულებულია ინგლისურად, წერილობით შეტყობინებულია 2001 წლის 20 მარტს, რეგლამენტის 77(2) და 77(3) მუხლების მიხედვით.
მაიკლ ო’ბოილი ელიზაბეტ პალმი
რეგისტრატორი პრეზიდენტი